მარინა შიხაშვილი, ოჯახის ექიმი, ტრანენი საოჯახო მედიცინაში, აქვს პირველადი ჯანდაცვის სფეროში მუშაობის ოცდაათ წელზე მეტი გამოცდილება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის ოცდახუთ წელზე მეტი გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროში, ძირითადად საოჯახო მედიცინაში. მუშაობდა როგორც პრაქტიკოს ექიმად ასევე იყო საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორი, სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელი და დამოუკიდებელი კონსულტანტი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა დაწესებულებებში. ქ-ნი მარინა გამოცდილია პირველადი ჯანდაცვის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში. მუშაობდა და დღემდე აგრძელებს მუშაობას პირველადი ჯანდაცვის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე, ეროვნული კლინიკური გაიდლაინების შემუშავებაზე და უწევდა საკონსულტაციო მომსახურეობას საქართველოში სხავდასხვა დონორ ორგანიზაციებს. იგი მონაწილეობდა ოჯახის ექიმებისა და ექთნების სასწავლო კურიკულუმების შემუშავებაში, კარგი სამედიცინო პრაქტიკის სტანდარტების ჩამოყალიბებაში, პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავებასა და განხორციელებაში, არის 20-ზე მეტი გაიდლაინისა და პროტოკოლის ავტორი პჯდ-ის სამედიცინო პერსონალისთვის. მარინა შიხაშვილი გამოცდილია ჯანდაცვის მენეჯმენტში: წლების განმავლობაში მუშაობდა პირველადი ჯანდაცვის სხვადასხვა დაწესებულებაში დირექტორის ან სამედიცინო დირექტორის თანამდებობაზე და განაგრძობდა ტრენინგებსა და საკონსულტაციო სამუშაოებს საოჯახო მედიცინის სფეროში. ამჟამად მუშაობს ჩეხეთის განვითარების სააგენტოში, ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს კარიტასში როგორც პროექტის ექსპერტი „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში იგი ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ღონისძიებებში; ჩართულია კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავებაში პჯდ-ს პრიორიტეტული კლინიკური თემების მიხედვით და ხარისხის კონტროლის მუდმივი ზედამხედველობის უზრუნველყოფის საქმეში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, ევროკავშირის და ა.შ სხვადასხვა პროექტებში, რომებლიც მიზნად ისახავდა საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას, ხარისხის სტანდარტების შექმნას, პირველადი ჯადნაცვის პერსონალის გადამზადებას და პროფესიული უნარების განვითარებას. 2009 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში და საოჯახო მედიცინაში, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წევრი.