ნატო შენგელია

ნატო შენგელია არის ოჯახის ექიმი 25 წლიანი კლინიკური სტაჟითა და 20 წლიანი გამოცდილებით პროგრამების/პოლიტიკის განვითარების, დანერგვისა და შეფასების სფეროში, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოში მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემის სტრუქტურული, ფუნქციური და ინსტიტუციური საფუძვლების შექმნას. მისი ექსპრტიზის ძირითადი სფეროებია: 1) საოჯახო მედიცინა და მოზრდილთა სწავლების სპეციფიკური მეთოდოლოგია; 2) სამედიცინო მომსახურების ხარისხის აუდიტი; 3) კლინიკური ხელოვნების შეფასება პირველად ჯანდაცვაში; 4) გაიდლაინებისა და თვით-შეფასების სტანდარტების შემუშავება პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის. მისი კვალიფიკაციის ძირითადი თვისებებია ენთუზიაზმი და მუდმივი სწრაფვა პროფესიული განვითარებისკენ, მრავალფეროვანი დავალებების მართვის უნარი წნეხის პირობებში, კომუნიკაციის კარგი ჩვევები, ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა, შრომისმოყვარეობა, მულტინაციონალურ გარემოში კომფორტული მუშაობის უნარი. სხვადასხვა პერიოდში ის მუშაობდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა ჩეხეთის კარიტასი საქართველოში, USAID, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირი და ა.შ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, რომებლიც მიზნად ისახავდა საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის, თანმიმდევრულობისა და უწყვეტობის გაუმჯობესებას, ხარისხის სტანდარტების შექმნას, პირველადი ჯადნაცვის პერსონალის გადამაზადებას და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას. საოჯახო მედიცინის ექსპერტის პოზიციაზე ქალბატონი ნატო კონსულტაციებს უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის პოლიტიკის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესაფასებელი ინსტრუმენტების, საოჯახო მედიცინის პროფესიული კომპეტენციებისა და საკვალიფიკაციო სტანდარტების შემუშავებაში. მისი კლინიკური საქმიანობა სხვადასხვა წლებში მოცავდა მუშაობას როგორც ოჯახის ექიმის, ისე ნევროლოგის და დაწესებულების კლინიკური დირექტორის პოზციებზე. ის პასუხისმგებელი იყო დაწესებულების შიდა სამედიცინო მომსახურების ხარისხის მონიტორინგზე, სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე გავრცელებული დაავადებების პროტოკოლებისა და სტანდარტების შემუშავების გზით, კლინიკური პერსონალის შერჩევასა და დაკონტრაქტებაზე, კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. 2017 წლიდან ქ-ნი ნატო არის საქართველოს უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და კურატორობს სამეცნიერო კვლევის, კლინიკური უნარ- ჩვევების და საოჯახო მედიცინის საგნებს. ის ასევე, არის კავკასიის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი მედიცინის ფაკულტეტების მოწვეული ლექტორი, სადაც ასევე უძღვება საოჯახო მედიცინის კლინიკურ როტაციებს.