ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფის ექსპერტები საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით მუშაობენ პროექტზე: “ბავშვთა ადრეული ინტერვენციის და ინკლუზიური განათლების გაუმჯობესება საქართველოში”. პროექტი დაეხმარება ჯანდაცვის სამინისტროს, სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებს და დაინტერესებულ მხარეებს სპეციალური საჭიროების მქონე ადრეული ასაკის ბავშვებზე ზრუნვის პოლიტიკის განსაზღვრაში.