ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფის ექსპერტები ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მუშაობენ საკვალიფიკაციო სტანდარტების განახლებაზე პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, ოჯახის ექიმებისა და ზოგადი საექიმო პრაქტიკისთვის მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით.
დარგის ექსპერტებთან, საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირსა და საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციასთან ერთად მომზადებული დოკუმენტი – „საოჯახო მედიცინის სისტემაზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვის მოდელის ორგანიზების პრინციპები“ დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 30 ნოემბრის ბრძანება MOH 5 23 00000352-ით [1], რაც ხელს შეუწყობს საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ამოცანების შესრულებას. დაწვრილებით იხილეთ “რესურსებში”.
[1] https://www.moh.gov.ge/uploads/publicinformation/2023/12/07/a3ff22be097352ed8279dd2e59bfe26d.pdf